საბერძნეთის დედაქალაქში პოეტ ხათუნა ჩიტაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

102
 საბერძნეთის დედაქალაქში, ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ ,,კავკასიაში”  პოეტ ხათუნა ჩიტაძის წიგნების პრეზენტაცია და ათენში მცხოვრები ემიგრანტი პოეტის რუსუდან ჯანელიძის მიერ ორგამიზებული შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
  ღონისძიებას დაესწრო საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ლიკა ჯანელიძე, მასპინძელი ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დოქტორი ავთანდილ მიქაბერიძე და სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ანა ხულუზაური.