საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადება

0
4310

თუ მოვდუნდებით ამის საფასურს გადავიხდით, – ეს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებაა, რომელმაც მოსახლეობას მოუწოდა, არ გავიდნენ სახლებიდან.

პრემიერის თქმით, აპრილი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული თვე იქნება.

„ჩვენ არ ვართ დასასრულის დასაწყიში, უფრო მეტად ალბათ დასაწყისის დასასრულში ვართ. აპრილი იქნება ყველაზე კრიტიკული თვე, თუ მოვდუნდებით ამის საფასურს გადავიხდით და ეს არ უნდა დავუშვათ“, – განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.

საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში დაიხურა რესტორნები, ბარები, მაღაზიები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 1 415 შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია 50 ადამიანი.