საბერძნეთს 2018 წელს 5 006 ლეგალურად მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქე შეემატა

376

საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის  იოსებ ნანობაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით საბერძნეთის რესპუბლიკაში 2018 წელს საქართველოს მოქალაქეებზე 5 006 ბინადრობის მოწმობა გასცეს.

მისივე ცნობით, აქედან თითქმის ნახევარი, 2 286 ნებართვა პირველადი ბინადრობის ნებართვა იყო.

შეგახსენებთ რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საბერძნეთის ტერიტორიაზე ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე იმყოფება.

Gepostet von საქართველოს საელჩო საბერძნეთში/Embassy of Georgia to the Hellenic Republic am Freitag, 8. März 2019