საბერძნეთში ლიცენზირებული იურისტის პაატა სიმსივეს განმარტება საბერძნეთის საიმიგრაციო კანონმდებლობასთან დაკავშირებით

1488

საბერძნეთში ლიცენზირებული იურისტის პაატა სიმსივეს განმარტება საბერძნეთის საიმიგრაციო კანონმდებლობასთან დაკავშირებით, გუშინ მისი საჯარო განცხადებით გახდა ცნობილი. იურისტი პაატა სიმსივე მიიჩნევს, რომ ,,არჩევნები ახლოვდება და თუ ქვეყნის სათავეში არსებული ლიბერალური ძალები დარჩნენ, მაშინ დიდი ალბათობით საემიგრაციო პოლიტიკაც კიდევ უფრო გაუმჯობესდება (როგორც მინიმუმ არ გაუარესდება), მაგრამ თუ სათავეში მემარჯვენე ან (მით უარესი) ულტრემემარჯვენე ძალები მოვიდნენ (ან თუნდაც გაძლიერდნენ) მაშინ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან მიდგომა აუცილებლად გაუარესდება და ეს მოქმედ კანონმდებლობაზეც აისახება”.

საბერძნეთში ლიცენზრებული ქართველი იურისტი კანპნმდებლობაში შესაძლო ცვლილების საკითხსაც შეეხო და განმარტა რომ:,,ე.წ. „3 წლიანები“ არ აღუდგენიათ და არც განსაკუთრებული კანონი მიუღიათ „მხოლოდ ქართველებისთვის“. საერთოდ არ მესმის ასეთი ინფორმაცია საიდან წამოვიდა მაგრამ ფაქტია მთელი კვირის განმავლობაში ხალხი ამაზე საუბრობდა. ზოგადად არ არის გამორიცხული ერთ დღესაც, მართლაც აღადგინონ „3 წლიანები“. შეიძლება კანონი კიდევ უფრო ლიბერალური გახდეს და 7 წლიანმა ზღვარმა კიდევ უფრო ქვემოთ დაიწიოს. თუმცა არც ის არი გამორიცხული, რომ არც 3 წლიანები აღადგინონ და 7 წლიანებიც გააუქმონ.

პაატა სიმსივე ემიგრანტებს ურჩევს და აცხადებს რომ :,,საშუალო ემიგრანტს უნდა ესმოდეს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არის ერთ ერთი ყველაზე ლიბერალური რომელიც ოდესმე არსებულა საბერძნეთში. ყველა ვინც აკმაყოფილებს საბუთების აღების პირობებს, უნდა გამოიყენოს შანსი, დასახოს მისი ლეგალიზაცია პრიორიტეტად, დაიწყოს გაკეთება და გააკეთოს. ნუ მიიღებთ „7 წლიანების“ შესაძლებლობას გარანტირებულად, რადგან პოლიტიკური სიატუაცია ისეთი მყიფეა, რომ გარანტირებული არაფერია. ბევრს „3 წლიანებზეც“ ეგონა, რომ არ გაუქმდებოდა და როცა შანსი ქონდა არ გამოიყენა.

ანალოგიურად დღესაც არსებობენ ადამიანები რომლებიც ამტკიცებენ 5 წელიწადნახევარს ან 6 წელს, შესაბამისად შეუძლიათ დაიწყონ საბუთების გაკეთება, მაგრამ ამ შანსს არ იყენებენ. 
საემიგრაციო კანონმდებლობას თვალყურს ვადევნებ 90-იანი წლებიდან და შემიძლია დადასტურებულად ვთქვა, რომ „7 წლიანები“ არის ლეგალიზაციის ალბათ ერთ ერთი ყველაზე სუფთა და სანდო გზა რომელიც ოდესმე შეუთავაზებია ბერძნულ სახელმწიფოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის.” – ნათქვამია საბერძნეთში ლიცენზირებული იურისტის პაატა სიმსივეს განცხადებაში.