საბერძნეთში მოკლული 29 წლის ქალის მეუღლე დღეს პროკურატურაში მიიყვანეს

3880

საბერძნეთში მოკლული 29 წლის ქალის მკვლელობის ახალი დეტალები საბერძნეთში მოკლული 29 წლის ქალის მკვლელობის მთავარი ეჭვმიტანილი გარდაცვლილის ქმარია. რამდენიმე დღის წინ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. მოკლულს ძალადობის ნიშნები აღენიშნებოდა, გარდაცვლილის ახლობლების თქმით, მოკლული ტყავის ქამრით არის გაგუდული, ქამარი კი საწოლის ქვეშ ყოფილა შეგდებული. მათივე თქმით, ყოფილი მეუღლე მოკლულზე ადრეც ძალადობდა. მოკლულის მეუღლე, რომელიც მკვლელობის მთავარი ეჭვმიტანილია, ბრალს უარყოფდა. ის აცხადებდა, რომ საერთოდ არ იცოდა, სად ცხოვრობდა მისი მეუღლე.

ბრალდებული დღეს პროკურატურაში მიიყვანეს, სადაც თავის ადვოკატთან ერთად იმყოფება. მეზობლების თქმით, ძალადობის შესახებ მათთვის ცნობილი იყო, რადგან მათი ბინიდან ხშირად გამოდიოდა ხმაური. შეგახსენებთ, საბერძნეთში მოკლული ქართველი ქალის საქმეზე მეუღლე დააკავეს ბერძნული საინფორმციო პორტალის პროტო თემას თანახმად . ქალაქ ათენის გარე უბანში კერძოდ კალითეაში 29 წლის საქართველოს მოქალაქე , საძინებელში მოკლული იპოვეს. პოლიციიის განცხადებით იკვეთება ძალადობის ნიშნები, რადგან მას ყელზე სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული. თავად სახლს კი არ ეტყობა, რომ იქ ვინმე ძალადობრივად შეიჭრა. საბერძნეთში მოკლული 29 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე ეჭვმიტანილია გარდაცვლილის მეუღლე. კაცი ბერძენმა სამართალდამცველებმა ატიკის რეგიონში დააკავეს. 29 წლის ქალი ორი მცირეწლოვანი შვილის დედა იყო.

 

ავტორი :ჟანა  მეგრელიშვილი