საბერძნეთში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ათენში მორიგ დიასპორულ ორგანიზაციას ეწვია

313

13 იანვარს, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ქ-ნი ლიკა ჯანელიძე, ათენში მორიგ დიასპორულ ორგანიზაციას ეწვია.
როგორც მის ოფიციალური გვერდზე არსებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, ახალგაზრდა ელჩმა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს – ბერძნულ-ქართული კულტურული ასოციაციის წევრებს და სხვადასხვა შემოქმედებითი წრეების მოსწავლეებს დამდეგი ახალი 2019 წელი მიულოცა და ახალგაზრდა ელჩის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები და მისიის მნიშვნელობა გააცნო.
,,ჩემთვის დიდი პატივია, თქვენთვის ამ მნიშვნელოვან დღეს ახალგაზრდა ელჩის სტატუსით ვიმყოფებოდე თქვენს გვერდით და ამდენ თბილ და ემოციურად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან სიტყვებს ვისმენდე, სადაც ნათლად და ცალსახად ჩვენი სამშობლოს სიყვარული და მონატრება იკითხება. ამიტომ მინდა გულითადად მოგილოცოთ ახალი 2019 წელი და გისურვოთ თქვენი მთავარი მიზნების შესრულება”– აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას ახალგაზრდა ელჩმა.

(c) http://Young Ambassador Of Georgia to the Hellenic republic