საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნა ჩვენს მოქალაქეებს არ დაუკმაყოფილდებათ

1777

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით საქართველოს იმიჯი ევროკავშირში არის წარმოდგენილი, როგორც უსაფრთხო ქვეყანა და შესაბამისად, თავშესაფრის მოთხოვნა ჩვენს მოქალაქეებს არ დაუკმაყოფილდებათ.

„ჩვენ მყისიერად ვრეაგირებთ ნებისმიერ შეტყობინებაზე და ინფორმაციაზე, რომელიც არის დაკავშირებული თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით,  ჩვენმა საზოგადოებამ და მოსახლეობამ უნდა გაიგოს, საქართველო ევროკავშირის ქვეყნებში არის შეყვანილი უსაფრთხო ქვეყნების რიცხვში. ანუ, ეს გულისხმობს იმას, რომ არც ერთი მიმართვა, რომელიც იქნება თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით არ იქნება დაკმაყოფილებული. მოვუწოდებთ საზოგადოებას, ჩვენს მოსახლეობას, რომ ნუ ჩაიგდებენ თავს მძიმე მდგომარეობაში. ის ხარჯები, რომელსაც ისინი გაიღებენ იმ მიზნით, რომ წავიდნენ და თავშესაფარი მოითხოვონ, მხოლოდ დააზარალებს ჩვენს საზოგადოებას“, – აცხადებს დავით ზალკალიანი