საზოგადოება DIASPORA.GE-ს დამფუძნებელზე მუქარას დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად აფასებს

103
17 ნოემბერს DIASPORA.GE-ს დამფუძნებელმა ავთანდილ გიუნაშვილმა საზოგადოებას  ღია წერილით მიმართა და განცხადებაზე თანდართული ფაქტობრივი მასალები გაასაჯაროვა სადაც მასზე და მისი ოჯახის წევრებზე სალომე ზურაბიშვილის აქტივობების გაშუქების გამო გრიგოლ ვაშაძის მომხრეები სხვადასხვა სახის მუქარებს ახორციელებდნენ და ღირსებისა და სახელის შემლახავი ცილისმწამებლური განცხადებებით ტირაჟირებდნენ საზოგადოებაში. დიასპორული მედია მაუწყებლის ხელმძღვანელი განცხადებაში განმარტავდა რომ :,,მის მიმართ მუქარა სისტემატური გახდა, რათა დიასპორულმა საინფორმაციო მაუწყებელმა შეწყვიტოს სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო მოვლენების გაშუქება”
 მან აღნიშნულთან დაკავშირებით განაცხადა რომ : ,,მინდა , მივმართო საზოგადოებას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მის ხელმძღვანელობას, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებს და მათ საარჩევნო შტაბებს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიპლომატიურ წარმომადგენლობას, საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს პარლამენტს მოახდინონ რეაგირება, რათა არ შეექმნათ საფრთხე ჩემს ოჯახის წევრებს და ახლობლებს აღნიშნული ჯგუფის მიერ წარმოებული სიძულვილის ენის გამოყენებიდან გამომდინარე და პირდაპირი და არაპირდაპირი მუქარის შემცველი განცხადებების გამო“
 განცხადების გამოქვეყნებიდან მალევე ის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია ,,იმედის” და პირველი საინფორმაციო სააგენტოს ” მიერ იქნა გაშუქებული და საზოგადოების შეფასებები და მუქარასა და ბულინგის წარმოებასა და ცილისმწამებურ კამპანიაში ავთანდილ გიუნაშვილის მიერ  მხილებული რამდენიმე პირის შეფაშებებიც მოყვა.
გთავაზობთ რამდენიმე შეფასებას და მათ ავტორებს რომელიც სოციალური ქსელების საშუალებით გახდა ხელმისაწვდომი:
,, ამაზრზენია, ეს რა ხდება. საიდან ამდენი ბოროტება ან რატომ. ავთო ძალიან პატიოსანი ადამიანია და სიკეთის მეტი არაფერი უკეთებია. გრცხვენოდეთ.”- წერს ლანა ზუროშვილი სოციალურ ქსელში.
George Okribelashviliნაციონალური მოძრაობის ლიდერებო ათენში, მხარდამჭერებო ვერ ხვდებით რომ ასეთი მუქარებით თავისუფალ მედიაზე თქვენ კიდევ ერთხელ ამტკიცებთ რომ თქვენი რჩეული პოლიტიკური ძალის მიზანი არა ქვეყნის კეთილდღეობაა არამედ რევანში!
Ira Virsaladze : ,,ნაცების რეალური სახე. ყველა ერთნაირები როგორ არიან. ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ ბატ. ავთანდილ.” 
Kakha Shubladze ავთანდილ,განაგრძე ქვეყნისთვის და დიასპორისთვის სასიკეთო საქმის კეთება,მტრები კარგებს ჰყავს.
Lasha Zhvania ავთანდილ, არ შეშინდე! სიმართლის თქმას მოყვება უსაფუძვლო შეტევა, თორე უსინდისო რომ ყოფილიყავი, ყველანაირი აზრის ადამიანი მოგეფერებოდა! გაიხარე და დღეგრძელე!
GIorgi Beradze : ვამბობ რომ ათენში სიძულვილი და არაადამიანობა დაამკვიდრა პოლიტიკამ…  რამდენი ნაცნობი სახე და რამდენი ისეთი ადამიანი ამოვიკითხე აქ, რომელსაც პატივს ვცემდი…
Teona Natsvaladze  ესენი უკვე არიან პოტენციური მკვლელები..ყველაფერზე ხელს აწერენ თავინთი პირსისხლიანი ბელადის დასაბრუნებლად და განსხვავებული აზრის მქონეს ესე ემუქრებიან და ლანძღავენ და ძალიან კარგია კარგი..არა მხოლოდ ათენმა,არამედ მთელმა საქართველომ უნდა გაიოცნოს ეს ქალბატონები..რომლებიც ესე ღიად საუბრობენ მუქარის და სიძულვილი ენაზე, რაც საშინლად დაუშვებელია და სირცხვილი ემიგრანტისგან, თავისი თანამემამულის მიმართ უცხო ქვეყანაში.! მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების გამო.დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ მეგობრებო და პატივი ვცეთ ყველას პირად არჩევანს..არჩვნები კი დემოკრატიული პრცესია და ყველა ადამიანი თავისუფალია მის არჩევანში.!!!
Ζβιαντ Τζνελατζε ესეთივე სახის მუქარა და ზეწოლა ხორციელდება ნაციონალური პარტიის მომხრეების მიერ , თითქმის ყველა იმ ამომრჩეველზე ვინც მათ არუჭერს მხარს.
ყოვლად დაუშვებელია ადამიანს შეეზღუდოს ვინმეს მიერ თავისუფალი არჩევანის უფლება
სამწუხაროთ გარკვეული ნაც მოდზრაობის დაჯგუფებები ყიად გადავიდნენ ტერორზე , ბევრი პირადი შურისძიების მიზნით , ზოგიც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო.ისეთი მდიდარი მარგალიტებით მორთული ლექსიკით გვამკობენ ყოველგვარ მორალს და ზნეონას რომ ცდება.
 ნათქვამია საზოგადოების წევრების მიერ შეფასებებით.