საკონსულო მომსახურეობები და ცნობები,რომელებიც უფასოდ შეგიძლიათ მიიღოთ

2580

საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგნელობებთან არსებული საკონსულო განყოფილებები, წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის იმ სახელმწიფო უწყებას,რომლის ფარგლებშიც მოქცეულია სახელმწიფო სერვისების  დიდი ნაწილი რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს საზღვრებს გარეთ, მისი  საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, საერთაშორისო ჩვეულებითი სამართალი  და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები. რომლის საფუძველზე საკონსულო ემისახურება მისი მომსახურეობის მსურველ  პირებს. საქართველოს კანონით სხვადასხვა მომსახურეობაზე დაწესებულია სხვადასხვა გადასახადი  – საკონსულო მოსაკრებელი, დადგენილი თანხა, რომელიც გადაიხდევინება საკონსულო ფუნქციების შესრულებისათვის ან/და საკონსულო მომსახურების გაწევისათვის, მაგრამ არსებობს მომსახურებები როლებზეც მომსახურეობის მსურველი პირი არანაირ თანხას არ იხდის ესენია :

  1. საკონსულტაციო მომსახურება –  საკონსულო სამსახურების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს მოქალაქეების კონსულტირება. კონსულტაცია გაეწევა როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ასევე – უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. განსაზღვრულია კონკრეტული სფეროები, რა მიმართულებითაც მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ კონსულტაცია. კონსულტაცია ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს და არის უფასო.
  2. საკონსულო აღრიცხვა არის საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის აღრიცხვა და  საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო მომსახურეობის ის სერვისია რომლის მიღებაც თანხის გადახდის გარეშე შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს. საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს საზღვარგარეთ დროებით მყოფი ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი.საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს ან თქვენის მხრიდან ვალდებულებას  და ემსახურება მხოლოდ საკონსულო  სამსახურის  მხრიდან  თქვენი უფლებების ეფექტურად დაცვის მიზანს. გთხოვთ, წარმოადგინოთ    შევსებული და ხელმოწერილი ანკეტა.

    4. დაბადების ფაქტი არის დაბადების რეგისტრაციის საფუძველი. ამ მომსახურების გაწევა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დაბადების ფაქტი არ არის რეგისტრირებული და პირველად ხდება მისი რეგისტრაცია. შედეგად, ხდება ბავშვის პერსონალური მონაცემის შემცველობით დაბადების მოწმობის გაცემა. მომსახურება გაიწევა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის დაბადების რეგისტრაციისას ან  საქართველოში სტატუსის მქონემოქალაქეობის არმქონე პირებს შვილის დაბადების რეგისტრაციისას. მომსახურება უფასოა.

    5. მამობის დადგენა – მამობის დადგენის რეგისტრაციის  დროს ხდება პირის ბავშვის მამად აღიარების სამართლებრივად დაფიქსირება. შესაბამისად, ხდება ბავშვის დაბადების მოწმობაში პირის მამად დაფიქსირება.მამობის დადგენის რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირის მიმართ და მხოლოდ საქართველოს უფლებამოსილი ორგანოების მიერ რეგისტრირებული აქტის მიმართ. აღნიშნული მომსახურებაც უფასოა.

    6. სამოქალაქო აქტი – ქორწინების რეგისტრაცია

    საქართველოს კანონმდებლობით ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალის და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საკონსულო სამსახურში ქორწინების რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ. ქორწინების რეგისტრაცია და ქორწინების მოწმობის გაცემა ერთიანი პროცესია. ქორწინების რეგისტრაცია უფასოა.

    7. სამოქალაქო აქტი – შვილად აყვანის რეგისტრაცია

    შვილად აყვანის რეგისტრაცია ხორციელდება უფლებამოსილი პირის განცხადებისა და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. შვილად აყვანის რეგისტრაციის მოწმობა გაიცემა შესაბამისი საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და ასევე უფასო საკონსულო მომსახურების სფეროს განეკუთვნება.