სალომე ზურაბიშვილი ელჩებს მიმართავს

0
275

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დაუკავშირდება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისთვის. ამის შესახებ პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატების განცხადებებს პოლიტიკურ ოპონენტებს შორის დიალოგის გაგრძელების თაობაზე და დაუკავშირდება დიალოგის ფასილიტატორ ელჩებს, რათა მათთან ერთად განიხილოს, რა შეიძლება იყოს პრეზიდენტის ჩართულობა ამ დიალოგის განახლებისთვის“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.