სასიხარულო ცნობა – ქართველების დეპორტაცია კომპენსაციით ანაზღაურდება

3026

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1.500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

აღნიშნულ ინფორმაციას სტრასბურგის სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 16-მა მოსამართლემ, ხოლო ერთი მოსამართლე წინააღმდეგ წავიდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2.000 ევრო უნდა გადაუხადონ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთანაც მიმართებაში დარღვეული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 პროტოკოლის მე-4 მუხლი (კოლექტიური გაძევება) და 10.000-დან 15.000-მდე ევრო მათ, ვისთანაც მიმართებაში დარღვეული იყო მე-5 მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და მე-3 მუხლი (დაკავების არაადამიანური და დამამცირებელი პირობები).