საფოსტო გზავნილების ნაწილზე საქართველოს ფოსტამ დამატებითი გადასახადი განსაზღვრა

1590

  ბიზნესისა და ეკონომიკის მულტიმედიური  საინფორმაციო პორტალის BM.ge-ის  ინფორმაციით საქართველოს ფოსტამ  საერთაშორისო საფოსტო გზავნილებისთვის  საბაჟო კონტროლის გავლის მომსახურებისთვის დამატებითი გადასახადი შემოიღო.  “ეს წესი ძალაში 2019 წლის 3 იანვრიდან შევიდა. ესაა საფასური საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილების საბაჟო კონტროლის გავლის მომსახურებისთვის, რომლის ღირებულებაც განისაზღვრა 2 (ორი) ლარის ოდენობით”, – აცხადებენ საქართველოს ფოსტაში.

მათივე თქმით, ადრე მსგავსი ტიპის მომსახურება უფასო იყო, თუმცა საერთაშორისო რეგულაციები ფოსტას მსგავსი მომსახურების დანერგვას ავალდებულებს, რაც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

 “ეს არ შეეხება ყველა გზავნილს; საფასურის გადახდას ექვემდებარება მხოლოდ საერთაშორისო შემომავალი საფოსტო გზავნილები, რომელთა შიგთავსს წარმოადგენს საქონელი და იგზავნება მარტივი ან Express/Tracked კატეგორიის მცირე პაკეტის და საჰაერო ამანათის ფორმით. ასეთი გზავნილების კოდი იწყება ლათინური ასოებით U,L, C ან რიცხვით 03”, – აცხადებენ ფოსტაში.