საფრანგეთში  “ახალგაზრდა ელჩის” ორგანიზებით ქართული კულტურის საღამო გაიმართა.

826

პარიზში, 15 თებერვალს,საფრანგეთში  “ახალგაზრდა ელჩის” ორგანიზებით გაიმართა ქართული კულტურის საღამო. ღონისძიებას ესწრებოდა 150- მდე სტუმარი, მათ შორის ბევრი უცხოელი მეგობარი.
საღამო რამდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი: კერძების დეგუსტაცია; “ახალგაზრდა ელჩის” პრეზენტაცია და საქართველოზე პოლიტიკურ, ისტორიულ და გეოგრაფიულ ჭრილში, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარება უცხოელებისთვის; ქართული ტრადიციული ცეკვები და სიმღერები,
საღამოს დასასრულს უცხოელ მეგობრებს დავუსვით კითხვები საქართველოზე და გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცათ ქართული ღვინო.

საღამოს პროგრამა:
– საქართველოს და ქართული კულტურის პრეზენტაცია;
– ქართული კერძების დაგემოვნება;
– ქართული ტრადიციული ცეკვები – ანსამბლი „ლაზი“;
– ქართული ფოლკლორული სიმღერები – ანსამბლი
„თამარიონი“ ;
– ქართული თანამედროვე სიმღერები – ჯგუფი „ლაზი’’.