საფრანგეთმა მიიღო გადაწყვეტილება „დედა“ და „მამა“, ტერმინებით „მშობელი 1“ და „მშობელი 2“-ით შეცვალოს.

3026

საფრანგეთმა მიიღო გადაწყვეტილება „დედა“ და „მამა“, ტერმინებით „მშობელი 1“ და „მშობელი 2“-ით შეცვალოს. კანონის თანახმად სასკოლო დოკუმენტებში ტერმინები დედა და მამა იქნება შეცვლილი ტერმინი მშობელი1 და მშობელი2.

კანონპროექტის ავტორია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიის, „საფრანგეთი, წინ“ წევრი, დეპუტატი, ვალერი პეტი.დეპუტატის მტკიცებით საფრანგეთში მიღებულია კანონები, რომლის მიხედვითაც ერთსქესიან წყვილებს დაქორწინება და ბავშვების აყვანა შეუძლიათ.კანონპროექტის კრიტიკოსები ინიციატივას „დეჰუმანიზაციად“ აფასებენ.

საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ტერმინების შეცვლას მხარი დაუჭირა.განათლების ახალი კანონპროექტის შესწორების ნაწილი, რომელთა მხარდამჭერები აცხადებენ, რომ კანონის საბოლოო დამტკიცებით, ერთსქესიანი მშობლების მიმართ დისკრიმინაციას ბოლო მოეღება.

დამტკიცების შეთხვევაში, საფრანგეთის სასკოლო დოკუმენტებში ჩანაწერს „დედა“ და „მამა“ , ჩაანაცვლებს „მშობელი 1“ და „მშობელი 2“.

 

წყარო :https://www.telegraph.co.uk/news/2019/02/14/schools-france-replace-mother-father-parent-1-2-controversial/