საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ერთმანეთის სახელმწიფოების ტერიტორიაზე პირადობის ელექტრონული მოწმობით გამგზავრებას შეძლებენ.

308

2019 წლის 1 მარტიდან საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ერთმანეთის სახელმწიფოების ტერიტორიაზე პირადობის ელექტრონული მოწმობით გამგზავრებას შეძლებენ.

პირადობის ელექტრონული მოწმობით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირდაპირი საერთაშორისო საჰაერო ან საზღვაო ტრანსპორტის საშუალებით.

საქართველოს მოქალაქეებს, პირადობის ელექტრონული მოწმობით გამგზავრების შემთხვევაშიც, უნარჩუნდებათ უფლება იმყოფებოდნენ უკრაინის ტერიტორიაზე ვიზის გარეშე არაუმეტეს 90 დღისა 180 დღიან პერიოდში.