საქართველოს მოქალაქეებს გერმანია თავშესაფარს აღარ მისცემს- ბუნდესტაგის გადაწყვეტილება

13254

გერმანიიის ზედა პალატამ, ბუნდესტაგმა, პარასკევს უსაფრთხო ქვეყნებად გამოაცხადა საქართველო, ტუნისი, მაროკო და ალჟირი და მხარი არ დაუჭირა შუამდგომლობას აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებისათვის თავშესაფრის მიცემის თაობაზე, – იუწყება სააგენტო “როიტერსი”.

ამ ნაბიჯს დიდი ხნის განმავლობაში უჭერდნენ მხარს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰორსტ ზეეჰოფერი და მემარჯვენე კანონმდებელთა ნაწილი, რომელიც იმიგრაციის შეზღუდვას მოითხოვს. თუმცა, საკითხს კენჭი უნდა უყაროს გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატამ, სადაც „მწვანეები“ აცხადებენ, რომ შეეცდებიან დაბლოკონ ბუნდესტაგის გადაწყვეტილება, რაც მათ ერთხელ უკვე მოახრეხეს გასულ წელს.

გერმანელი „მწვანეებისათვის“, რომლებიც ეწინააღდგებიან უცხო ქვეყნების მოქალაქეებისათვის თავშესაფრის მიცემის ზომების გამკაცრებას, – ასეთ მიდგომას არ შეუშლია ხელი, რომ მოეპოვებინათ ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ხმები ბოლო რეგიონულ არჩევნებზე.

გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელის მიერ 2015 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, ასეულათასობით დევნილისათვის თავშესაფრის მიცემაზე, გასული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, საკანანმდებლო ორაგნოსკენ ფართოდ გაუხსნა ულტამემარჯვენე ძალებს.

სწორედ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჰორსტ ზეეჰოფერი ხელმძღვანელობს მემარჯვენე პოლიტიკოსთა ფრაქციას, რომელიც თავის ამოცანად მიიჩნევს, ზოგიერთი ამომრჩევლის დარწმუნებას, რომ მთავრობას არ დაუკარგავს კონტროლი იმიგრაციაზე.

საქართველოს, ტუნისის, მაროკოსა და ალჟირის გამოცხადება უსაფრთხო ქვეყნებად, გააიოლებს თავშესაფრის შუამდგომლობაზე უარის თქმას.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ზეეჰოფერმა, პარლამენტში აღნიშნა, რომ უფრო ადრე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცხადებას უსაფრთხო ქვეყნებად, არ მოჰყოლია არანაირი გართულებები.