საქართველოს პარლამენტის წევრებმა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან ქართველი ემიგრანტების უფლებების დაცვის საკითხები დააყენეს

1253

საქართველოს პარლამენტის წევრებმა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ დიმიტრიოს კარაბალისს ქართველი ემიგრანტების უფლებების დაცვის საკითხები დააყენეს, ამის შესახებ დღეს განცხადება საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა , მისი თქმით:,, დღეს, ჩემს კოლეგებთან ერთად გაფართოებული საქმიანი შეხვედრა გვქონდა საბერძნეთის ელჩთან საქართველოში, რომელზედაც ძირითადად ქართველ ემიგრანტებზე და მათი უფლებების დაცვაზე გვქონდა საუბარი. ძალიან იმედიანი შეხვედრა გამოგვივიდა.” – ზვიად კვაჭანტირაძის ცნობით შეხვედრას საბერძნეთ-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი გელა სამხარაული და საგარეო ურთიერთობების კომიტეტტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავაც ესწრებოდნენ.