საქართველოს პარლამენტმა 96 ხმით 5-ის წინააღმდეგ ახალი სახალხო დამცველი აირჩია.

337

​ომბუდსმენის თანამდებობა 5-წლის ვადით ნინო ლომჯარიამ დაიკავა, რომელიც პარლამენტს უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა შესთავაზეს. 

სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა პარლამენტს ფრაქციამ ”საქართველოს პატრიოტები” შესთავაზა. მათი მხრიდან წარდგენილ გიორგი ფოფხაძეს 20-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

გიორგი ფოფხაძის კანდიდატურის წინააღმდეგ 27-მა დეპუტატმა მისცა ხმა.