საქართველოს პრეზიდენტმა რვა ქვეყანაში ახლად დანიშნული საქართველოს ელჩები მიიღო

316
  საქართველოს პრეზიდენტმა ბულგარეთში, ნიდერლანდების სამეფოში, საუდის არაბეთში, უნგრეთში, ჩეხეთში, იტალიაში, სლოვენიასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნილი ელჩები მიიღო .

თამუნა ლილუაშვილი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას ბულგარეთის რესპუბლიკაში 2018 წლის 20 ნოემბრიდან შეუდგება,

გიორგი შარვაშიძე მუშაობას ნიდერლანდების სამეფოში 2018 წლის 1 დეკემბრიდან დაიწყებს, ვახტანგ ჯაოშვილი საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC) საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 5 ნოემბრიდან შეუდგება,

ზაალ გოგსაძე უნგრეთში მუშაობას 2018 წლის 1 ნოემბრიდან შეუდგა,

მარიამ რაქვიაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 5 ნოემბრიდან დაიწყებს,

კონსტანტინე სურგულაძე იტალიაში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 1 დეკემბრიდან შეუდგება, ირაკლი კოპლატაძე სლოვენიის რესპუბლიკაში მუშაობას 2018 წლის 15 ნოემბრიდან დაიწყებს, არჩილ კალანდია კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 5 ნოემბრიდან შეუდგება.
გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩებთან შეხვედრა გამართა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.