საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით 2018 წელს საერთაშორისო თავშესაფარი 695 საქართველოს მოქალაქემ მიიღო

211

საქართველოს საგარეო უწყების 2018 წლის მონაცემებით, თავშესაფრის მოთხოვნის პირველადი განაცხადების რაოდენობა 2016 წელთან შედარებით 128%-ით, 2017 წელთან შედარებით კი 66%-ით გაიზარდა, რამაც ჯამში 20 140 შეადგინა. უწყების ცნობით, აქედან საბოლოო გადაწყვეტილება 14 395 განაცხადზე მიიღეს, რომელთაგან დადებითად მხოლოდ 695 მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

საქართველო უსაფრთხო ქვეყანად ევროკავშირის 12 სახელმწიფოს ჰყავს აღიარებული.