საქართველოში ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის იდეების კონკურსი გამოცხადდა

191

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი “იდეების კონკურსს” აცხადებს, რომლის მიზანია ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, პრიორიტეტების ფარგლებში პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარ იდეებს წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად წარმოადგენენ. შემოსულ პროექტებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბირო განიხილავს და გამარჯვებულებს გამოავლენს.

“იდეების კონკურსი” ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალი თაობის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას, მათ არაფორმალურ განათლებას, კავშირების შექმნასა და, გაძლიერებას.

ახალგაზრდული იდეების კონკურსის პროგრამული მიმართულებებია:

დასაქმების ხელშეწყობა და არაფორმალური განათლება, რომელიც მოიცავს სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობას და სკოლიდან სამუშაოზე გადასვლის პროცესის ხელშეწყობას. არაფორმალური განათლების მიღებას და ამ მიმართულებით ახალგაზრდების განვითარებას;

სამოქალაქო მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობას, რომელიც გარემოს დაცვაზე ზრუნვას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩასართავად შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებას მოიცავს.

კონკურსისთვის განაცხადების მიღება 1 ივლისიდან – 1 აგვისტოს ჩათვლით (18:00 საათამდე) იწარმოებს. პროექტების ხანგრძლივობა განისაზღვრება მაქსიმუმ 12 თვე.