საქართველოში საფრანგეთის ელჩის განცხადებით საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში ლეგალურად დასაქმების დამატებითი გზა ეხსნებათ

936

საქართველოში საფრანგეთის ელჩმა პასკალ მენიემ “ინტერპრესნიუსს” საქართველოს მოქალაქეებისთვის მუშაობის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და აღნიშნა რომ საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთში ლეგალურად დასაქმების დამატებითი გზა ეხსნებათ.

„რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის გახსნას შესაძლებლობა, რომ გარკვეული კატეგორიისა და პროფესიების მქონე ადამიანები საფრანგეთში დასაქმდნენ. გარკვეული პერიოდის წინ გერმანიამაც მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება, საფრანგეთმა კი რამდენიმე კვირის წინ. ეს ძირითადად, ეხებათ სტუდენტებს, რომლებიც საფრანგეთში სწავლობენ და სურთ, რომ დასაწყისში, პროფესიული გამოცდილება მიიღონ. ეს იქნება ერთწლიანი პერიოდით. შეთანხმება ასევე ეხება გარკვეული პროფესიებისა და კატეგორიების მქონე ადამიანებს, რომელთათვისაც ჩვენ შევძლებთ ვიზების გაცემას. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია იმ მიმართულებით, რომ საფრანგეთს სურს, საქართველოსთან ჰქონდეს ორმხრივი გაცვლა ადამიანურ და სხვადასხვა დონეზე. ჩვენი მიზანია, საქართველოსთან ვაწარმოოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა.” ,-განაცხადა პასკალ მენიემ.