საქართველოში უძრავი ქონების ნაღდი ფულით შეძენაზე 10 000 ლარიანი ჯარიმის დაწესება განიხილება.

1198

უძრავი ქონების ნასყიდობის ტრანზაქციები საბანკო არხებში გადავა. ამის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. შესაბამისი ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში შედის, რომლის 477-ე მუხლს ემატება მე-4 ნაწილი. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს.

ცვლილების მიხედვით, უძრავი ნივთის ყივდვის შემთხვევაში მყიდველმა თანხა არა ნაღდი ანგარიშსწორებით, არამედ უნაღდოდ უნდა გადაიხოდს. ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა გაიცეს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხებიც.

ამ ორი ნორმის შეუსრულებლობა კანონდარღვევად ჩაითვლებ. კანონდამრღვევი პირველ ჯერზე გაფრთხილებას მიიღებს, 30 დღეში დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი 10000 ლარით დაჯარიმდება.

იმ შემთხვევაში თუ დაჯარიმებიდან 30 დღის ვადაში კვლავ არ იქნება აღმოფხვრილი სამართალდარღვევის საფუძველი, სამართალდამრღვევი განმეორებით დაჯარიმდება 10 000 ლარით.

უზრუნველყოფილი სესხის გაცემის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, სამართალდარღვევის საფუძვლის აღმოფხვრად ჩაითვლება მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა ან იმ ნაწილის ცვლილება, რომელიც არღვევს სამოქალაქო კოდექსის 6241-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

უძრავი ნივთის ნასყიდობის ფასის მიღების მოთხოვნის დარღვევისას – ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტა ან ნასყიდობის ხელშეკრულების იმ ნაწილის ცვლილება, რომელიც არღვევს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნას.