საქართველოში შეკერილი ფორმებით ხორვატიის და პოლონეთის ნაკრებები ასპარეზობენ

319

  მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოში შეკერილი ფორმა ხორვატიის ნაკრების გარდა, პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს და მის ფანებსაც ეცვათ. ფორმები აჭარა ტექსტილში შეიკერა. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.

“აჭარა ტექსტილს”  საქართველოს არცერთი საფეხბურთო ნაკრებისთვის არ შეუკერავს ფორმა, რადგან კომპანია მსხვილ შეკვეთებზე მუშაობს. ამასთან, კომპანიის ფინანსური დირექტორი გია ლომინაძე ამბობს, რომ მათი პროდუქციით საქართველოში არავინ დაინტერესებულა.

2008 წელს თურქულ ინვესტიციით შექმნა და წლების განმავლობაში თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima და ა.შ. პირველი საფეიქრო მრეწველობის სამკერვალო ქარხანა ქობულეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ბობოყვათში გაიხსნა, მას მოჰყვა ბათუმი და ფოთი.  ქარხნებში ამჟამად 2 500 დადმიანია დასაქმებული. ფოთის საწარმოში კი, რომელიც  ეკონომიკის სამინისტროს პროგრამის  „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, მიმდინარე წლის მარტში ამუშავდა ამჟამად დასაქმებულია 1500 ადამიანი. წლის ბოლომდე ეს რიცხვი 2000-ს მიაღწევს, ხოლო შემდეგი წლისთვის, როგორ ფინანსური დირექტორი გვეუბნება, 3 000 ადამიანს დაასაქმებენ.

ხორვატიის ნაკრების 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფორმები საქართველოშია დამზადებული. ამის შესახებ ინფორმაცია Nike-ის ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. ვებგვერდზე განთავსებული ფორმების იარლიყზე წარწერაა “Made In Georgia”.