საქართველო და ევროპა-ახალგაზრდული დიასპორული ორგანიზაცია ახალ საგანმანათლებლო პროექტს იწყებს

820

 საბერძნეთში სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაცია, პორტალ Diaspora.ge-სთან თანამშრომლობით საბერძნეთში საბერძნეთის საელჩოს მხარდაჭერით ახალ საგანმანეთლებლო პროექტს იწყებს . პროექტი რომლის სახელწოდებაც არის ,,საქართველო და ევროპა“ მიზნად ისახავს ევროპული ფასეულობების მხარდაჭერას და მასში ახალგაზრდების თანამონაწილეობას – ნათქვამია ასოციაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

 განცხადების თანახმად პროექტის ფარგლებში საკონკურსო წესით,ევროპისა და საქართველოს ურთიერთობების, ევროპული ფასეულობების, საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების თემატიკაზე შექმნილი სტატიები მიმდინარე წლის 5 ივლისიდან  სისტემატიურად და  პერიოდული სიხშირით განთავსდება ქართული დიასპორის მთავარ საინფორმაციო სააგენტოს ვებ-პორტალ Diaspora.ge – ს საშუალებით ელექტრონულ მედია სივრცეში.

 ასოციაცია ხელმძღვანელის ლიკა ჯანელიძის განცხადებით – პროექტში ჩართვა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს ,რომლებიც შექმნიან წინამდებარე თემებზე სტატიებს და გამოაგზავნიან ელექტრონულად hgsya.gr@gmail.com მისამართზე. პროექტში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარ სტატიებთან ერთად სასურველია გადმოაგზავნონ მოკლე ავტობიოგრაფია (CV) , რის საფუძველზეც, მათ შესახებ ინფორმაცია განთავსედება სტატიასთან ერთად ,ხოლო გამოქვეყნებული სტატიების ავტორებს პროექტის დასკვით ეტაპზე გადაეგზავნებათ ან უშუალოდ გადაეცემათ პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სიგელები.ჩვენთვის სტუდენტებისა და ზოგადად ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სტიმულის მომცემია რომ პროექტის მხარდამჭერი არის საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ იოსებ ნანობაშვილს.”