საქსტატი: ემიგრანტების რიცხვი, წინა წელთან შედარებით, 15.8%-ით გაიზარდა

90

2018 წელა ემიგრანტების რიცხვი, წინა წელთან შედარებით, 15.8%-ით გაიზარდა საქსტატის განახლებული დემოგრაფიული მონაცემებით, 2018 წელს ემიგრანტების რიცხოვნობა 98 935 ადამიანს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 15.8%-ით მეტია. მათი 86.6% შრომისუნარიან ასაკობრივ ჯგუფში შედიოდა (15-64). რაც შეეხება იმიგრაციას, მისი მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით 5.9%-ით გაიზარდა და 88 152 ადამიანს შეადგენდა. მათგან 84.5% შრომისუნარიანი ასაკის იყო. ამგვარად, საქართველოს 2018 წელს უარყოფითი მიგრაციული სალდო ქონდა, რომელიც 10 783 მიგრანტს შეადგენდა.