საყურადღებო ინფორმაცია ბელარუსში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის

251

2 იანვრიდან შესაძლებელია ბელარუსში დროებით მყოფი უცხოელების რეგისტრაციის ელექტრონულად განხორციელება. მომსახურება უფასოა და მისი მიღება შესაძლებელია მითითებული ვებ-გვერდის მეშვეობით. ( https://portal.gov.by)
საყურადღებოა, რომ ელექტრონული რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მოქალაქეებს, რომლებიც შემოვიდნენ ბელარუსში სახელმწიფო სასაზღვრო პუნქტების გავლით. 
შესაბამისად, მომსახურება არ ვრცელდება რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ მოქალაქეებზე.
გთხოვთ, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიოთ მოცემულ ბმულს. https://portal.gov.by/PortalGovBy/faces/adf.task-flow;jsessionid=GGbLcwXFJZVGjtKnVhcQqh0TbpQfYCvfQmsGQc223BngTnrK0PNW!1475001561!866278492?adf.tfId=offer-get-task-flow&offerId=2647&adf.tfDoc=%2FWEB-INF%2FTaskFlows%2Foffer-get-task-flow.xml&_adf.ctrl-state=76ilt821w_36&_afrLoop=900260986010227&_afrWindowMode=0&_afrWindowId=null