საყურადღებო ინფორმაცია თურქეთში მყოფი არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის

9128

გიორგი დადიანი საყურადღებო ინფორმაციას აქვეყნებს  თურქეთში მყოფი არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის და წერს რომ : ,,თუ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს წარსულში ბინადრობაზე(oturma izni) მოგივიდათ უარყოფითი გადაწყვეტილება(iptal),
და ისევ იმყოფებით თურქეთის რესპუბლიკაში,მაგრამ უახლოეს ხანში აპირებთ წასვლას საქართველოში სასურველია მიგრაციის სამსახურიდან აიღოთ ბინადრობის განაცხადზე უარის დამადასტურებელი დოკუმენტი,რომელიც ითვალიაწინებს 10დღეში თურქეთის რესპუბლიკის დატოვებას.
სასურველია იმიტომ,რომ თქვენ კანონიერად ეთანხმებით გადაწყვეტილებას და გადიხართ ქვეყნიდან.
ამ დოკუმენტის აუღებლობამ და ისე დატოვება თურქეთის რესპუბლიკისა შეიძლება ნეგატიურად იმოქმედოს მომავალში ბინადრობის მიღებაზე(oturma izni) ან კიდე სამუშაო ნებართვის მიღებაზე(çalişma izni).” -აღნიშნავს განცხადების ავტორი.