წყენა ქვიშაზე დაწერეთ მადლიერება კი მარმარილოზე ამოკვეთეთ- წერილი სიკეთის და მადლიერების ჯგუფიდან

492
 სულ ახლახანს ათენში მცხოვრებმა ია ჩაჩუამ ემიგრანტებთან ერთად სიკეთის და მადლიერების ჯგუფი დააფუძნა  https://www.facebook.com/groups/411736679584595/
საიდაც ემიგრანტები ამ ორი უდიდესი სათნოების შესახებ წერენ და ამასთან ემიგრციაში დღემდე უცნობი და ხშირ შემთხვევაში სამოქალაქო გმირობის მაგალითებიც კი იწერება, როგორც ემიგრაციის ნათელი ფურცლები და  რომლებიც ქართულ საზოგადოებას ასე ჭირდება და არ იციან მათ შესახებ.

 დღეს რედაქციამ კიდევ ერთი საოცარი თანადგომის ამსახველი წერილი მივიღეთ, რომელიც შეიძლება კიდეც , ბევრი ადამიანისთვის სამაგალითოც კი გახდეს და კიდევ უფრო გამრავლდეს სიკეთე ჩვენს გვერდით, რომელიც ასე გვჭირდება კაცობრიობას დღევანდელ დაუნდობელ და გულგაციებულ  სამყაროში.

,,ყენა ქვიშაზე დაწერეთ მადლიერება კი მარმარილოზე ამოკვეთეთ,ამბობს პიერ ბუასტი.კეთილი ადამიანი ეს ხომ სინათლეა გვირაბის ბოლოს…დროული იყო ამ გვერდის შექმნა,უღრმესი მადლობა ქალბატონ Nia Chachua თავად სიკეთის განსახიერებას.ჩუმ ქველმოქმედს…საერთოდ არ მიყვარს პოსტების წერა,არც ჩემს შემოქმედებას ვდებ ხოლმე სოციალურ ქსელში.ხანდახან მგონია ამ ეპოქას ჩამოვრჩი…თაბახის ფურცლები,ნათენები ღამეები და სცენაზე გასვლით გამოწვეული ჟრუანტელი სულ სხვაა…შეგნებულად არ ვახსენებ პოლიტიკას.ორად გახლეჩილ ერს და ზღვარგადასულ შეურაცყოფას ინტერნეტსივრცეში.რახან ხალხთა შორის კომუნიკაცია მოიტანა ჩვენმა პატივცემულმა ფეისბუქმა მოდით ვისაუბროთ სიკეთე და მადლიერებაზე რასაც ემსახურება ეს გვერდი.ჩემი 4 წლიანი ემიგრაციაში ყოფნისას ბევრ გაუხმაურებელ სიკეთეს შევსწრებივარ.ისეთი ადამიანები გამიცვნია,ისეთი უბრალონი და ინტელექტით სავსენი,ემოციებისგან სუნთქვაც შემკვრია.ბევრი მათგანი მათივე სურვილით ჩრდილში დგას დღეს. ორიიდე სიტყვით მინდა დავწერო ჩემს ამბავზე…9 დეკემბერს მოულოდბელად დავკარგე ოჯახის წევრი 57 წლის ახალგაზრდა ადამიანი…აქ ემიგრაციაში.შეიძლება ყუთით ხელში არ დაგაყენეთ და არ შეგაწუხეთ ჩემი ფინანსური მხარის მოსაგვარებლად მაგრამ ამ შემთხვევაში ფული ხომ მთავარი არ არის…მე მინდოდა გვერდში დგომა,იმ ნიუანსების მოგვარევა რომელიც ტრაგედიასთან ერთად დააწვა ჩემს გამოუცდელ მხრებს.მინდა საჯაროთ უდიდისი მადლობა გამოვხატო  ავთანდილ გიუნაშვილი მიმართ,ჩემი და ჩემი მეუღლის სახელით.მადლობა ავთო შენ რომ იმწუთიდანვე ჩემს გვედრით იყავი! უანგაროდ დამეხმარე და დამაკვალიანე.გფარავდეს უფალი…ასევე მინდა მოვეფერო ორგანიზაცია ,,ქართული სახლი,, და ქალბატონ Darejan Gambashidze გულისხმიერებისთვის…და შენ გითხრა მადლობა ნიაკო…ბევრჯერ გითხრა…

იუნონა