სოციალური ქსელი – Feedc ქართველმა ემიგრანტმა ახალგაზრდამ შექმნა

754

ემიგრაციაში მყოფი ქართველი ახალგაზრდის, SKEMA business school-ის (საფრანგეთი) ბიზნესის მენეჯმენტის ფაკულტეტის სტუდენტის ნიკოლოზ კვარაცხელიას ორ წლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად შეიქმნა სოციალური ქსელი – Feedc.

სოციალური ქსელი – Feedc ემყარება განსხვავებულ კონცეფციას და გამსჭვალულია ქართული სულისკვეთებით, კერძოდ:

 Feedc–ზე აქტივობას (პოსტს) დაინახავს ყველა თქვენს ადგილსამყოფელ ქალაქში;

არ დაგჭირდება ცნობილი, ან ბევრი ადამიანი იმისთვის, რომ აქტივობა (პოსტი) იყოს შემჩნეული. აქ ნებისმიერ ადამიანს ეხსნება ფართო აუდიტორია;

თუ ცხოვრობთ ემიგრაციაში, ან უბრალოდ მოგზაურობთ საზღვარგარეთ, – საკმარისია მხოლოდ გახსნათ ტელეფონებზე ან პლანშეტებზე Feedc–ის აპლიკაცია და ის ავტომატურად დაადგენს ლოკაციას, შედეგად კი იხილავთ ყველა მომხმარებლის აქტივობას (პოსტს) კონკრეტულ ქალაქში, მიიღებთ მათ მიერ გაზიარებული და შესაძლოა თქვენთვის საჭირო/სასარგებლო ინფორმაციას ქალაქზე, საინტერესო ადგილებზე, სხვადასხვა აუცილებელ საკითხებზე, ადვილად დაუკავშირდებით ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს და ა.შ.

Feedc-ის აპლიკაცია უკვე ხელმისაწვდომია iPhone-ზე და iPad–ზე და მალე იქნება ხელმისაწვდომი Android–ის პლატფორმაზე მომუშავე მოწყობილობებზე

IPhone/iPad–ის მომხმარებლებმა იხილეთ ბმული და ჩამოტვირთეთ აპლიკაცია : https://itunes.apple.com/app/id1454098926#?platform=iphone