სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაციის ახალი ხელმძღვანელი ანა ხულუზაურია

906

 სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაციის ახალი ხელმძღვანელი ანა ხულუზაური გახდა .  

  ანა ხულუზაური დაიბადა 1994 წლის 13 სექტემბერს. 2012 წელს დაამთავრა თუკიდიდეს სახელობის ალიმოს #1 ლიცეუმი საბერძნეთის რესპუბლიკაში. 2012-2013წწ -ში სწავლობდა ათენში City Unity College -ში ტურიზმის ფაკულტეტზე. 2014 წლიდან სწავლა განაგრძო სამშობლოში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და 2018 წელს დაამთავრა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.
ანა ხულუზაური 2012 წლიდან არის სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაციის წევრი და აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა პროექტებში. მონაწილეობდა ასევე განათლების სახლის მიერ ორგანიზებულ პროექტში „იყავი წარმატებული“, ზამთრის სკოლა – „ადამიანის უფლებები და XXI საუკუნის გამოწვევები“, პროექტ „საპარლამენტო საქმიანობის მონიტორინგი“- საქართველოს პარლამენტში, იყო ინგლისურ ენოვანი საზაფხულო სკოლა- „საერთაშორისო ურთიერთობები“-ს მონაწილე , ანა ხულუზაური იყო ასევე პროექტ „ევროპარლამენტის მოდელირების’’ დელეგატი.
2019 წლის 11 იანვრიდან არის სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი .
ფლობს ქართულ, რუსულ,ინგლისურ და ბერძნულ ენებს.

მკითხველს შეგახსენებთ რომ ანა ხულუზაურის წინამორბედი სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაციის ხელმძღვანელის პოსტზე ლიკა ჯანელიძე იყო , რომელიც მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით,  ევროკავშირის  პროექტის  ENIGMMA 2-ის ფარგლებში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში 2018 წლის ნოემბერში საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩად დაინიშნა.