უკრაინის ქართული დიასპორის პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია იბერიას და მის ჟურნალისტებს

1559

მსურს სოლიდარობა გამოვხატო ტელეკომპანია ,, იბერია ” – ს და ტელეკომპანიაში დასაქმებული თითოეული ჟურნალისტს მიმართ.

მიმაჩნია, რომ დემოკრატია არ არსებობს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების გარეშე და თუ სახელმწიფო ინსტიტუციები დაუფიქრებლად ხელყოფენ ამ სიკეთეს, ჩვენი სახელმწიფოებრიობა ვერ მოიშორებს აქამდე ჯერ კიდევ არსებულ კითხვის ნიშნებს.

ტელეკომპანია ,, იბერია ” გამორჩეულია იმითაც, რომ მისი ეთერები ხშირად ეთმობა ქართველი ემიგრანტების და დიასპორის საკითხებს და ხშირად, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირონ ღია ეთერში.

მსურს, მოვუწოდო ხელისუფლებას, მეტი სიღრმისეული ანალიზი გააკეთონ ამ საკითხთან მიმართებით და გადადგან ყველა ის ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს ტელეკომპანიის შეუფერხებლად მაუწყებლობას.

ნიკოლოზ გუგეშაშვილი

უკრაინაში ს/ო ,,ქართული დიასპორის” პრეზიდენტი.