უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის პოსტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი და­ი­ნიშ­ნა.

0
224

უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის პოსტზე ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი და­ი­ნიშ­ნა. ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე საქრთვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და.

„უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო არის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც ეფექ­ტუ­რად უნდა მუ­შა­ობ­დეს.

შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე წარ­მო­გიდ­გენთ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ახალ მდი­ვანს, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს. ვუ­ლო­ცავ ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნას, რა თქმა უნდა, შე­თავ­სე­ბით. ეს ნიშ­ნავს, რომ მისი ფუნ­ქცი­ო­ნა­ლი, ისე­ვე რო­გორც ძა­ლის­ხმე­ვა, იქ­ნე­ბა გაზ­რდი­ლი და ეფექ­ტუ­რი“,- გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბას ლე­ვან იზო­რია იკა­ვებ­და, რო­მელ­მაც პოს­ტი რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ და­ტო­ვა. ის გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩად ინიშ­ნე­ბა.