ფინანსთა მინისტრის ინიციატივით გამსესხებელს აეკრძალება დაგირავებული ნივთის გარდა, მოითხოვოს სხვა ქონება

1857

ყველა გამსესხებელს,

  • აეკრძალება დაგირავებული ნივთის გარდა, მოითხოვოს სხვა ქონება მომხმარებლისგან.
  • მეორე – ლომბარდებს და გამსესხებლებს, ე.წ კერძო მევახშეებს, ეკრძალებათ ავტომობილებისა და უძრავი ქონების დალომბარდება;
  • 50%-მდე მცირდება სესხის წლიური ეფექტური განაკვეთი, ნაცვლად დღეს არსებული 100%-ისა.
  • მეოთხე – მოხდება დღეს არსებული უპასუხისმგებლო და არასამართლიანი ჯარიმების დარიცხვის სისტემის გაუქმება და ყველა გამსესხებელს აეკრძალება ჯარიმა დათვალოს სესხის საერთო მოცულობიდან.
  • მეხუთე და ყველაზე მნიშვნელოვანი – ახალი, სამართლიანი თამაშის წესები ვრცელდება მთელ ფინანსურ სექტორზე, აქ იგულისხმება საბანკო სექტორი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ლომბარდები და თუ კერძო გამსესხებლები.

აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს მაქსიმალური გამჭვირვალობის შეტანას აღნიშნულ სექტორში. გონივრული ვადა მიეცემათ ლომბარდებს, რათა თავიანთი საქმიანობა დახვეწონ და განავითარონ, მოახდინონ ერთიანი პროგრამული უზრუნველყოფის შემქნა, სადაც აღრიცხული იქნება ყველა დაგირავებული ნივთი იმ მიზნით, რომ გამოვრიცხოთ კრიმინალური შემთხვევების ალბათობა,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძის კომენტარი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, თბილისის მედიათეკაში გამართული შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

Опубликовано ფინანსთა სამინისტრო / Ministry of Finance of Georgia 29 мая 2018 г.