ფრანგული ავიაკომპანია Air France 31 მარტიდან თბილისის მიმართულებითაც იფრენს

204

31 მარტიდან, ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-თან ერთად, რეგულარულ ავიარეისებს აღნიშნულ მიმართულებაზე წამყვანი ფრანგული ავიაკომპანია Air France განახორციელებს. რეგულარული ფრენები პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე 2019 წლის 23 ოქტომბრამდე, კვირაში ორი სიხშირით განხორციელდება.

რეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. წინასწარი ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა თბილისსა და პარიზს შორის კვირაში 4 სიხშირით შესრულდება.