ქართველებს თურქეთში პლანტაციებზე სამუშაოდ სპეციალური ნებართვა დაჭირდებათ

515

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში თხილის ან ჩაის პლანტაციებში სამუშაოდ ჩასვლას სპეციალური ნებართვის გარეშე ვერ შეძლებენ. როგორც თურქული მედია იტყობინება, ნებართვის მიღების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს გამონაკლისის სახით, 90 დღის გამავლობაში შეეძლებათ თურქეთის ტერიტორიაზე მუშაობა.

„საქართველოს მოქალაქეებმა სამსუნში. ორდუშიგირესუნშიტრაპზონშირიზესა და ართვინში ჩაის ან თხილის პლანტაციებში სპეციალური ნებართვის მიღება დასჭირდებათ. პირველ ეტაპზე სავალდებულოა ინტერნეტში სააპლიკაციო ანკეტის შევსება. თურქეთის შრომის და სოციალური უსაფრთხოების სამინისტროს მიერ შექმნილ ვებგვერდზე აპლიკაცია ხელმისაწვდომია თურქულ, ინგლისურ და ქართულ ენაზე. მეორე ეტაპზე კი უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა შევსებული ანკეტა თურქეთში ადგილობრივი მთავრობის წევრებს უნდა წარუდგინონ“, – წერს თურქული მედია.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, შესაბამისი ნებართვით, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში მუშაობა წელიწადში  3 თვის განმავლობაში შეეძლებათ. რეგისტრაციის გარეშე მომუშავე პირებს კი დეპორტაცია დაემუქრებათ.

 

წყარო :http://gemigrant.com