ქართველი დიზაინერი, რომელმაც სელენა გომესის კაბაზე იმუშავა ?

408

„გამოგიტყდებით და ურთულესი იყო ამ საოცრად ნაზ და ფაფუკ ქსოვილზე მუშაობა, მაგრამ ამასაც გავართვი თავი… ემოციების პიკზე ვარ. ერთი წლის წინ ამაზე ვერც ვიოცნებებდი… “ — წერს სოციალურ ქსელში ქართველი დიზაინერი თეო ოთარაშვილი, რომელმაც ამ ნაზი და ფაფუკი ქსოვილით ამერიკელი მომღერლისა და მსახიობის სელენა გომესის კაბა შექმნა.

თეო ოცნებების ასასრულებლად ნიუ-იორკს ერთი წლის წინ ესტუმრა …

თეო ოთარაშვილი:

Met gala 2018. საოცრად ამაღლებული განწყობა მაქვს. მგონი დავფრინავ. მინდა გაგიზიაროთ ჩემი სიხარული და წარმოგიდგინოთ მეტ გალა 2018 სელენა გომესის კაბა, რომელზეც ვმუშაობდი ერთი თვის განმავლობაში. კაბა მთლიანად არის ხელით ნამუშევარი. მას უძვირფასესი ქსოვილი, მაქმანები და თვლები ამშვენებს.

დღეს მქონდა პატივი ახლოს მენახა რამოდენიმე ჰოლივუდის ვარსკვლავი, წითელი ხალიჩა, ფოტოგრაფები,სტილისტები. ეს ყველაფერი სრულიად თავბრუდამხვევია, ემოციების პიკზე ვარ. ერთი წლის წინ ამაზე ვერც ვიოცნებებდი. თანაც ეს ყველაფერი დაემთხვა ჩემს დაბადების დღეს. ცხოვრებამ უძვირფასესი საჩუქარი გამომიგზავნა.

გპირდებით ეს დასაწყისია, მხოლოდ ერთი წლის new York ული ცხოვრების შედეგი. მზად ვარ ახალი გამოწვევისთვის. მზადაა რამოდენიმე პროექტიც.მივიღე შემოთავაზებები fashion week დან.

Happy birthday to me

მალე გაგაოცებთ ახალი შემოქმედებით.