ქართველი ქალბატონი უცხო მიწაზე – ირმა ღონღაძის ქართულ-ბერძნული მუსიკალური პორტრეტი

979

 ირმა ღონღაძე  თვითნასწავლი ხელოვანია, 20 წლის წინ საქართველო დასთან ერთად დატოვა  და ათენში ჩავიდა , სადაც დაქორწინდა და სამი ვაჟის დედაც გახდა .  საქართველოში სერგო ზაქარიაძის სასწავლებელი დაამთავრა. მსახიობობა უნდოდა, მაგრამ მუსიკამ სასწორის პინას სძლია და საბოლოოდ აამღერა კიდეც …  ყველაზე დიდი სიხარული პიანინოს შეძენა იყო , როგორც კი დროს ნახავს უკრავს , შემდეგ კი   სოციალურ ქსელში ავრცელებს , სხვათაშორის ასე მიიქცია ათენელების ყურადღებაც. დღეს ქართველი ქალბატონი უცხო მიწაზე , ბერძნულ ჯგუფში მღერის ბერძნულ სოლო სიმღერებს და ქართული მუსიკით გარდაქმნის კურთხეულ ქმნილებად, ყველა ქმნილებათა შორის მხოლოდ ერთს სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულს.

  შეხვედრა ირმა ღონღაძესთან : მოქნილი, თავისუფალი, დახვეწილი ხმის ტემბრით, მომხიბლავი ქართული მანერებით წარსდგა DEATH DISKOSHI  მაყურებლის წინაშე. მთელი დარბაზი მონუსხული უსმენდა თვითნასწავლი მუსიკოსის პიანინოს კლავიშებზე მოსრიალე თითებს და ბერძნული სიმღერის ჯაზურ ინტერპრეტაციას. ქართული მუსიკის მაღლა აჭრილმა მელოდიამ „ჰერიო ბიჭებო „    კი ზღვა ემოციებით აავსო სტუმრები.  ჩემი ოცნებაა მოვაწყო კონცერტი, სადაც ვიმღერებ ორივე ენაზე … ”    

ირმა ღონღაძე – ბერძნული ჯგუფის „მეტეორას ” ქართველი სოლისტი ქალბატონი …  

აი ასეთ ხელოვანს დაუკავშირდა ათენის ქართული სახლი  ჩვენ მას ამ ოცნებას აუცილებლად შევუსრულებთ  , ირმა ღონღაძე მალე ქართველ ემიგრანტების წინაშე თავისი შემოქმედებით წარსდგება !

დარეჯან ღამბაშიძე.

ათენის ქართული სახლის პრეზიდენტი .