ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღიაზე მეორე წრეც წარმატებით გაიარა.

315

მეტოქე ამ ეტაპზე ბელგიელი რუბენ ბელემანსი იყო. ის მსოფლიოს 117-ე ჩოგანია და პირველ წრეში მოულოდნელად მოუგო ფრანგ ლუკ პუიეს.

მაგრამ ბასილაშვილის წინაააღმდეგბემელმანსი უშანსოდ იყო. რეალური ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში გაიმართა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თანაბარი იყო, მაგრამ მე-11 გეიმში ქართველმა ბრეიკი შეასრულა და შემდეგ სეტზე ჩააწოდა.

მეორე სეტში ბასილაშვილმა მეტოქე სამი ბრეიკის წყალობით გაანადგურა, მესამეში კი თავიდანვე აიღო ბელგიელის მოწოდება და უპირატესობა შეინარჩუნა. საათსა და 42 წუთში ნიკამ 7:5, 6:1, 6:3 მოიგო.

ბასილაშვილს შესანიშნავი სტატისტიკა ჰქონდა. მართალია, პირველი მოწოდების სიზუსტე 54 პროცენტი იყო, სამაგიეროდ, პირველი მოწოდებით ქულების 81 პროცენტი აიღო, მეორეთი კი 61.

ბასილაშვილმა ექვსიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და 36 “ვინერსი” დააგროვა. ბემელმანს მატჩში მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა.

ახლა ბასილაშვილი დაელოდება ბრიტანელი კაილ ედმუნდისა და უზბეკი დენის ისტომინის შეხვედრას. სწორედ ამ მატჩში გაირკვევა ქართველის მეტოქე მესამე წრე