ქართული დიასპორის წარმომადგენლების ღია წერილი თბილისის მერიას

517

ქ.თბილისის მერს ბატონ კახი კალაძეს .
ქ. თბილის მერის მოადგილეს ქალბატონ სოფო ხუნწარიას.

ქალბატონო სიფო კეთილსინდისიერი და პოზიტიური განწყობის გარდა არსებობს სამართლებრივი მიდგომა საკითხისადმი.
იმისათვის, რომ თქვენი ქმედებები იყოს წარმატებული, ბიბლიოთეკები კი არ უნდა დახუროთ უნდა გახსნათ და გააძლიეროთ, რათა ჩვენი მომავალი თაობა წიგნიერი იყოს,, თორემ კვლავ იმ ჰიბრიდულ რაობას მივიღებთ, თუთაშხიას და ზარანდიას ერთმანეთის გვერდით რომ მთაწმინდაზე ასაფლავებენ. ან კიდევ თბილისი აღმაშენებელმა .ჭავჭავაძემ ან ივანიშვილმა რომ დაარსა. ვფიქრობ არა მარტო მერია, არამედ ხელისუფლებაც უნდა ზრუნავდეს და პატივს სცემდეს ამ მიზნობრივად მოტივირებულ დარგს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის თაობების საგანმანათლებლო ინფორმირებაში.
ლ ასათიანის სახ. რესპუბლიკური საბავშვო ბიბლიოთეკა კი ნამდვილად არ გახლავთ რომელიმე მთავარი ბიბლიოთეკის ფილიალი, ეს არი ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის ბიბლიოთეკა და მის თანამშრომლებს 90 წლებში ტყვიისა და ომის ქარცეცხლშიც კი არ დაუხურიათ კარები ბავშვებისათვის. ან რა სალაპარაკოა 250 ლარიანი თანამშრომლების ხელფასი, 100 კაციდან 22 კაცამდე რომ შემცირდა, სად განაწილდა დანარჩენი 80 კაცის შემოსავალი? სამართლებრივი მიდგომით და არსებული სიტუაციით რა გამოცდები ეკუთვნის 250 ლარიან მოსამსახურეებს? იქნებ ბიბლიოთეკის 400 კვ მ შენობა ჩაუვარდა ვინმეს გულში და სალონებით და კაფე- ბარებით ფიქრობს ბიზნესის მორგებას?
ჯერ იქედან დავიწყოთ რომ ამ დარგის ფაკულტეტიც კი აღარ არსებობს ,როცა ევროპის ქვეყნებში ეფექტიანი მარკეტინგით, წამყვანი იმიჯით და სოლიდური ხელფასით ფასდება ეს დარგი. აუცილებელია იმის გაცნობიერებაც, რომ პროფესიონალი სჭირდება ბიბლიოთეკებს და ამ მიზნით ამ დარგის განვითარებაა საჭირო. ეს ბიბილიოთეკა არა მარტო მთელი დედაქალაქის სკოლებს, არამედ ემიგაციაში საკვირაო სკოლებსაც უგზავნის საბავშვო ლიტერატურას. მე 120 ც საბავშვო წიგნი მაქვს მიღებული. და არაერთი ღონისძიება მაქვს ,როგორც ემიგრანტს ჩატარებული ამ ბიბლიოთეკაში. 19 ივლისს ამ ბიბლიოთეკის საინიციატივო ჯგუფი ერთხელ უკვე მოგებულ საქმეს , მეორედ ელოდება გადაწყვეტილებას სასამართლოში.მომსახურების სფერო გათვლილია უმცროსი და უფროსი ასაკის ბავშვებზე, მოდერნიზებული რომ გახდეს ბიბლიოთეკა, ორიენტაცია ტრენინგებზე უნდა იყოს გადატანილი, რომელიც 30 წელი არ ჩატარებულა. აი რაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, ასევე შიდა სპეციალობები ,რომელიც დღეს აღარ არსებობს კვლავ ჩასართავია, ხელმძღვანელი პირები კი არ უნდა შევზღუდოთ, პირიქით დამოუკიდებელი უნდა გავხადოთ.
ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრი მოგმართავთ თხოვნით: მხარი დაუჭიროთ და არ დაუშვათ პრინციპულად ლ. ასათიანის სახ რესპუბლიკური საბავშვო ბიბლიოთეკის გაიუქმება.ვალდებულად გაიხადეთ ხელი შეუწყოთ ბიბლიოთეკის ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და საგანმანათლებლო პროცესების პროგნოზირებას. მიზნად დაისახეთ და შეიტანეთ თქვენს სტრატეგიაში ბიბლიოთეკების გაძლიერება და დაცვა ,რადგან მხოლოდ, აქ შეგვიძლია მომავალ თაობებს შემოვუნახოთ, ჩვენი ქვეყნის ფასეულობები და ღირებულებები. საინტერესოა თქვენი თანხვედრი მოსაზრებები და ნაბიჯები ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე.
პატივისცემით ანა ბალამწარაშვილი (ბელგია)
დარეჯან ღამბაშიძე (ათენი).