ქართული ვაშლის ჩიფსები მსოფლიო ბაზარს იპყრობენ

274

ართული ვაშლის ჩიფსები “ენკენი” შესაძლოა 2019 წელს ამერიკის ბაზარზე გავიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს. ამ ეტაპზე ამერიკაში ქართული ვაშლის ჩიფსები სატესტო რეჟიმშია გაგზავნილი და სპეციალისტების საბოლოო დასკვნას ელოდება. შესაძლოა, ვაშლის ჩიფსი ჩინეთის ბაზარზეც გავიდეს. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა, შალვა მდინარაშვილმა, განაცხადა: „ამერიკის ბაზარზე 2019 წლიდან დიდი მოლოდინები გვაქვს, რაც შეეხება ჩინეთს, ამას აგრკვეული დრო დასჭირდება, თუმცა სინჯები ჩინეთშიც გაგზავნილია.“ამ ეტაპზე „ენკენი“ წითელი ვაშლისგან წამოებულ ჩიფსებს უშვებს, თუმცა 2019 წლიდან ბაზარზე მწვანე ვაშლის ჩიფსებიც გამოჩნდება. ქართული ვაშლის ჩიფსები გაყიდვაში 2017 წლის დეკემბერში ჩაეშვა. შეგახსენებთ, ვაშლის შრობის მიმართულებით დაიწყო მუშაობა აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიისა და ბიზნესის მიმართულების სამმა სტუდენტმა ორი წლის წინ დაიწყო. სხვადასხვა მცირე საგრანტო კონკურსში გამარჯვების გზით, სტუდენტების იდეა და ტექნოლოგია დაიხვეწა, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ კი, ვაშლის ჩიფსმა „სტარტაპ საქართველოს“ 100 000 ლარის ოდენობის გრანტი მოიპოვა.

პირველები მსოფლიოში – ქართული ვაშლის ჩიფსები 🍏🍎🥠 ახალგაზრდა მეწარმის ამბიციური გეგმები, სანდრო ვეფხვაძის "ბიზნესის დროში" #POSTV

Gepostet von POSTV – ანალიტიკა am Donnerstag, 7. Februar 2019