ქართული ზეიმი იტალიაში და თამრიკო გვერდწითელის ემოციური შეფასება

1833

13 იანვარს იტალიაში, ქალაქ ბარიში, ასოციაცია ,,აისის” ქართულ საკვირაო სკოლაში ნამდვილი  საახალწლო განწყობა სუფევდა.  ასოციაციის ქართულ სკოლაში უამრავი ქართველი პატარა და სამშობლოს მონატრებული მათი მშობლები იყვენენ შეკრებილნი მათ პატარა საქართველოში, რომელიც ნინა რურუას თაოსნობით და დაუღალავი შრომის შედეგად დაარსდა.

ქართველთა ზეიმი ძველ რომეალთა მიწაზე შედგა!

აი რას წერს აღნიშნული ღონისძიების შესახებ ემიგრანტი თამრიკო გვერდწითელი: ,, ქ.ბარის ქართული ასოციაციის საკვირაო სკოლა ,,აისის” მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი საზეიმო ღონისძიება მოაწყეს, რომელმაც გაგვითბო სული,გული,აგვავსო ქართული,მშობლიური მუხტით….გვაჩუქა დაუვიწყარი, საზეიმო წუთები…

 მადლობა გუნდს, დაუდგრომელი,პოზიტიური, ზეენერგიული და არაჩვეულებრივი ნინა რურუას ხელმძღვანელობით, კრეატიული და მოტივირებული პედაგოგებით,ენთუზიაზმით აღსავსე მშობლებით,რომლებიც ქმნიან,აშენებენ და ეფერებიან არაჩვეულებრივი ქართველი ბავშვების აღზრდით საქართველოს,რომელსაც ,,არ ჰყავს შვილი დასაკარგავი” …მადლობა ყველას, ვინც ზრდით არაჩვეულებრივ თაობას,სამშობლოს სიყვარულით!!!”

იხ ვიდეო: