ყოვლად მიუღებელია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების დაყოფა დიასპორის მინისტრის ყოფილი მოადგილის განცხადება

1792

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი  ეხმაურება რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში მცხოვრები ცნობილი ქართველი ჟურნალის გიორგი ფოფხაძის მიერ გაკეთებულ მოსაზრებას ქართულ დიასპორაში სახელმწიფოს შესაბამისი უწყებების მხრიდან თანამემამულეების სანდოებად და არასანდოებად დაყოფის შესახებ და აცხადებს რომ:,,ყოვლად მიუღებელია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების დაყოფა რელიგიური თუ პოლიტიკური მრწამსის მიხედვით, რადგანაც ქართული დიასპორა არის ქართული საზოგადოების შემადგენელი ნაწილი, საქართველოს ქომაგი და მხარდამჭერი.

 ამ სულისკვეთებით ჩავიბარეთ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, როდესაც 2012 წელს 1 ოქტომბრის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვალობით გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ. 2012-2016 წლებში პატივი მერგო ჩემი საქმიანობა გამეგრძელებინა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე…

 აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქართული დიასპორა იყო პოლიტიკურად პოლარიზებული და დაყოფილი, მათ შორის ისტორიული დიასპორაც. ამიტომაც დღის წესრიგში დადგა ამ პოლიტიკური მუხტის დაწევის აუცილებლობა და დიასპორაში პოლიტიკური დაყოფის აღმოფხვრა…

 ამ მიზნის მისაღწევად 2012-2016 წლებში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ განხორციელდა არაერთი პროექტი და ღონისძიება, მინისტრების ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებში არსებული დიასპორულ ორგანიზაციებში (მიუხედავად მათი პოლიტიკური სიმპატიებისა) და რაც მთავარია ქართული ოცნების მთავრობის პირობებში სახემწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო თანხები საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების დასახმარებლად…  საბიუჯეტო თანხებით, დაახლოებით 120-ზე მეტ დიასპორულ ორგანიზაციას გაეწია დახმარება და ყურადღება არ ექცეოდა არჩევნები პერიოდებში რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი იყვნენ ორგანიზაციის ხელმძღვანელი და წევრები

ვუდასტურებ ჩემს ღრმა პატივისცემას დიასპორაში მოღვაწე, გამოჩენილ ქართველ ჟურნალისტს Georges Popkhadze. თუმცა, ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მიმართ დღეს არსებობდეს ე. წ. შავი და თეთრი სიები, მიუხედავად იმისა, რომ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აღარ არსებობს.” -აცხადებს სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე.