პრეზიდენტობის კანდიდატის თეიმურაზ შაშიაშვილის ბიოგრაფია და პროგრამული თეზისები

419

თეიმურაზ შაშიაშვილი

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიოგრაფია და ხედვა მოწოდებულია საპრეზიდენტო კანდიდატის მიერ; სტილი დაცულია

ავტობიოგრაფიული შტრიხები

დაიბადა – 1951 წელს

პროფესიით – პოლიტოლოგი და ინჟინერ-ეკონომისტია

მუშაობდა – არჩევით ორგანოებში, ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ. 1990  წ. – არჩეულ იქნა უზენაესი საბჭოს წევრად. 1992 წ. – არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად. 1993-1995წწ. – ქუთაისის პირველი მერი, 1995-2003წწ. – იმერეთის  გუბერნატორი. 2003-2018 წწ.- ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობას. არის რამდენიმე საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნების ინიციატორი.

დაჯილდოებულია მართლმადიდებელი ეკლესიის ჯილდოებით, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. არის გელათის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, მრავალი სამეცნიერო შრომისა და ბროშურის ავტორი სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.

ჰყავს მეუღლე და 3 შვილი.

პროგრამის თეზისები

•  კარგად ვიცი დღევანდელი პრეზიდენტის „ხილული“ და „უხილავი“ ფუნქციები, პრეზიდენტის ყველაზე ძლიერი პოზიცია – მისი ლეგიტიმურობაა.

•  მაქვს სუფთა წარსული, კომუნიკაციის განსაკუთრებული უნარი, საზოგადოების ნდობა. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, სიღრმისეულად ვიცნობ საქართველოს რეგიონულ თავისებურებებს, რომელიც აქილევსის ქუსლია დღევანდელი ხელისუფლებისთვის.

•  კარგად მაქვს გააზრებული, დღევანდელ პირობებში თუ როგორ შევასრულო პრეზიდენტის არა მარტო შეკვეცილი ფუნქციები, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტს შევძინო ახალი გამოწვევების ადეკვატური ფუნქციებიც, რაც კონსტიტუციით განსაზღვრულია კიდეც, მაგრამ ზედაპირზე არ დევს.

•  პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ვიკისრებ მედიატორის ფუნქციას ხალხსა და ხელისუფლების სხვა შტოებს შორის, ამასთან, ვიზრუნებ, რომ ქვეყანას ჰქონდეს  განვითარების გრძელვადიანი პროგრამა.

•  ყოველნაირად შევუშლი ხელს მიწის უცხოელებზე გაყიდვას და უცხოელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის გაუმართლებლად მინიჭებას. შევეწინააღმდეგები ლიბერალურ ნარკოპოლიტიკას.

•  ვიქნები ეროვნული ტრადიციების დაცვის გარანტი.