შევიმუშავეთ ინიციატივა რომელიც ხელს შეუწყობს ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებას

1391

ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პაატა კალანდაძემ „Busieness Time”-ისთვის მიცემულ  ინტერვიუიში განაცხადა რომ : ,, ისრაელის დასაქმების ბაზარზე არსებული ვითარებიდან  გამომდინარე საკმაოდ მაღალია მოთხოვნა კვალიფიციურ მუშახელზე. ”  მისი განცხადებით ამ საკითხზე არაერთი მაღალი დონის შეხვედრაზე იყო საუბარი მისი მხრიდან ისრაელის სახელმწიფო მოხელებთან თუმცა: ,,ყველა საქმიანობას, მათ შორის ამ მიმართულებითაც ესაჭიროება სათანადო სამართლებრივი საფუძველი, რომელთან დაკავშირებით საელჩო აქტიურად მუშაობს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. სწორედ ამ მიზნით, ისრაელის მხარეს შევთავაზეთ ორმხრივი შეთანხმების გაფორმება „შრომითი მიგრაციის შესახებ“. პირველ ეტაპზე, ვფიქრობ მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს ორმხრივი ტექნიკური ჯგუფები, რომელიც მოახდენს საკითხის საფუძვლიან შესწავლას და მოამზადებს შესაბამისი რეკომენდაციას მთავრობებისთვის. ეს პროცესი რა თქმა უნდა დაკავშირებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან და მსურს დაგარწმუნოთ, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ სასურველი შედეგის მიღწევას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებას, რომელთა რიცხვიც ჩვენს ხელთ არსებული ინფომრაციით  დაახლოებით 500-ს ადამიანს შეადგენს.” – აცხადებს ქართველი დიპლომატი პაატა კალანდაძე, რომელიც ისრაელის სახელმწიფოში აქტიურად მოღვაწეობს და არაერთი საინტერესო ინიციატივის შემოქმედია.