შეზღუდვა სარფის საზღვარზე – საგანგებო განცხადება!

1095

სარფის სასაზღვრო-გამტარი პუნქტის თურქულ მონაკვეთზე, ქვეითად მოსიარულე პირთათვის ახალი დერეფნის გახსნასთან და კომპიუტერული სისტემების გადატანასთან დაკავშირებით, 2019 წლის 31 იანვარს, ხუთშაბათს, თბილისის დროით 11:00-19:00 საათზე (თურქეთის დროით 10:00-18:00) საზღვარზე მგზავრთა და ა/მანქანების გატარება ორივე მიმართულებით დროებით შეჩერდება.

მგზავრთა ახალი დერეფნის გახსნა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მგზავრთა და სატრანსპორტო საშუალებების ოპერატიულად გატარებას.- ნათქვამია ტრაბზონში საქართველოს  გენერალური საკონსულოს საგანგებო განცხადებაში.