შენგენის ზონის აეროპორტებში დამატებითი რეგულაციები და ახლი საპასპორტო შემოწმების მექანიზმები ამოქმედდება

1537

7 აპრილიდან ახალი ევროპული რეგულაციის 458 / 2-17 კანონის მიხედვით, შენგენის ზონის ქვეყნები ვალდებულები არიან განახორციელონ თითოეული მოქალაქის პირადი ინფორმაციის მკაცრი კონტროლი/შემოწმება, შენგენის ზონაში მოგზაურობისას.

აეროპორტების ადმინისტრაციებს ვალდებულები არიან შენგენის არაწევრი სახელმწიფოებიდან შემავალი მგზავრების პასპორტები დამატებით გადაამოწმონ შესაბამის ბაზებში.

აღნიშნული რეგულაცია ეხებათ შენგენის იმ ზონის აეროპორტებს რომლებიც მდებარეობენ შემდგომ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, საფრანგეთი, გერმანია, დანია, შვეიცარია, ესტონეთი, ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლიხტენშტეინი, ლუქსემბურგი, მალტა, ნორვეგია, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი,  სლოვაკეთი, სლოვენია.