შვედეთმა საქართველოს 1255 მოქალაქეს შვედეთის დატოვება მოსთხოვა

1452

2018 წელს შვედეთმა საქართველოს 1255 მოქალაქეს შვედეთის დატოვება მოსთხოვა, განხილული 1260 განაცხადიდან კი თავშესაფარი მხოლოდ ხუთ ადამიანს მიანიჭა. მონაცემები ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

დაკმაყოფილდა განაცხადების ერთ პროცენტზე ნაკლები, ასეთი დაბალი პროცენტული მაჩვენებელი არცერთი სხვა ქვეყნის შემთხვევაში არ ფიქსირდება. ახალი განაცხადების მიხედვით, საქართველო შარშან მეოთხე ადგილზე იყო სირიის, ერაყისა და ირანის შემდეგ. მთლიანობაში შვედეთმა შარშან თავშესაფრის მაძიებელთა 35 512 განაცხადი განიხილა, საიდანაც 32 პროცენტი დაკმაყოფილდა.