შვედეთში კონკურსში გამარჯვებული საქართველოში ტურით დაჯილდოვდება.

189

  შვედეთში  საქართველოს საელჩოს მიერ ინიცირებული კონკურსი –შვედეთის საუკეთესო კერძი“ დაიწყო რომლის გამარჯვებულიც  ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესასწავლად საქართველოში ტურით დაჯილდოვდება.

პროექტი სტოკჰოლმის საგამოფენო ცენტრთან Stockholmsmassän  თანამშრომლობით, სსიპ “ღვინის ეროვნული სააგენტოს”და  “საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის” მხარდაჭერით ხორციელდება.

მიმდინარე წლის 4 აპრილიდან სექტემბრამდე, ჟიურის წევრები შეარჩევენ ყოველი თვის გამარჯვებულს. ისინი ერთმანეთს 9 სექტემბერს, ე.წ. Stockholm Street Food ფესტივალის ფარგლებში შეეჯიბრებიან, რის შედეგადაც ორი ფინალისტი გამოვლინდება. ფინალი გაიმართება 11 ნოემბერს, ნორდიკულ რეგიონში ღვინისა და კვების უმსხვილესი გამოფენის Stockholm Food & Wine ფარგლებში. ფინალში გამარჯვებულს მთავარ პრიზად საქართველოში გასამგზავრებელი საგზური გადაეცემა.

კონკურის ამსახველი ინფორმაცია, შვედურ ენაზე, განთავსებულია ინტერნეტ- გვერდზე http://www.sthlmfoodandwine.se/sveriges-paradratt?sc_lang=sv-se, რომელშიც მითითებულია უშუალოდ საქართველოსთან დაკავშირებული ვრცელი მასალის ამსახველი მომდევნო გვერდზე გადასასვლელი ბმული: http://www.sthlmfoodandwine.se/georgien/welcome-to-georgia?sc_lang=sv-se.