ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩისა და საქართველოს საელჩოს ერთობლივი ღონისძიება გაიმართა

359

ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩისა და საქართველოს საელჩოს ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. როგორც მის ოფიციალური გვერდზე არსებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, საქართველოს ახალგაზრდა ელჩისა და საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, სადაც სტუდენტები შეხვდნენ საქართველოს სრულუფლებიან ელჩს ჩეხეთის რესპუბლიკაში, ქ-ნ მარიამ რაქვიაშვილს. შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ წარმოედგინათ მათი აკადემიური პროფილი და სამომავლო მიზნები. საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა მათ გააცნო საელჩოს მისია და მიესალმა ყველა სამომავლო სტუდენტურ ინიციატივას საელჩოსთან თანამშრომლობის. ღონისძიების განმავლობაში ასევე განხილულ იქნა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის პერიოდი და მისი შედეგები. საღამო წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

ნათქვამია ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.,,ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის განცხადებით : აღნიშნულ შეხვედრას საკმაოდ მნიშვნელოვანი დატვირთვა ჰქონდა, რადგანაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დისკუსია გაემართათ საბჭოთა ოკუპაციაზე და მის შედეგებზე. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ სტუდენტები უშუალოდ გაეცნენ ადგილობრივი საელჩოს მისიასა და მუშაობის სპეციფიკას. სწორედ ამ ორ ძირითად თემას ემსახურებოდა 22 თებერვალს გამართული ღონისძიება პრაღაში” .- განაცხადა მან. 

ავტორი: ლიკა ჯანელიძე